img
img
img
2015-05-03 | ბლოგერების კონკურსი: „ვიადერმი - კანის მოვლის ინოვაციური მიდგომა“

2015 წლის 1 მაისს  პირველი ნუტრიკოსმეტიკური საშუალება „ვიადერმის“ შესახებ ჟურნალისტური ჩანახატების მოსამზადებლად საქართველოში ვალმარკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიკა ლობჟანიძე, კომპანია „სევენთის“ ხელმძღვანელი მაკო ჯაოშვილი და  მისი პარტნიორი კომპანია „სტუდია 72“-ის დირექტორი ნინკა ჯაკობიძე და პროდიუსერი გაგა რაზმაძე ბლოგერებს შეხვდნენ. ვიადემრის შესახებ მოკლე წარდგენა გააკეთა „ვალმარკის“ სამედიცინო დირექტორმა. ბლოგერებს საკონკურსოდ მიეცათ 2 კვირის ვადა, რომლის შედეგად გამოვლინდება რამდენიმე გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში.


vrclad
img
2015-04-01 | პირველი ნუტრიკოსმეტიკა საქართველოში

 

 

2015 წლის მარტიდან „სევენთმა“ და „სტუდია 72-მა“ ერთობლივად შეიმუშავა საკომუნიკაციო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ წარმომადგენლობისთვის. სტრატეგია მიზნად ისახავს ფართო მომხმარებელს გააცნოს ინოვაცია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე - კანის, თმისა და ფრჩხილის მოვლის უნიკალური საშუალება, რომელიც სიბერის პრევენციის, გაჯანსაღებისა და კანის დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. კამპანიის ფარგლებში ორმხრივი ძალისხმევით იგეგმება სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის, სატელევიზიო რუბრიკა „იმედის“ დილის ეთერში - „მშვენიერების ელექსირი“, პრეზენტაციები ექიმებისთვის, ბლოგერებისთვის, კონკრეტული მომხმარებლისთვის. 


vrclad
img
2013-07-25 | საერთაშორისო ბიზნეს იდეების კონკურსი

‘’ინოვაციების და მეწარმეობის განვითარების ცენტრი’’ კომპანია „სევენთის“ თანაორგანიზებით აცხადებს ბიზნეს  იდეების  კონკურსს, რომლის საერთაშორისო პარტნიორები არიან დანიის  ბიზნესისა და განვითარების  სამინისტრო, დანიის კულტურისა და  ეკონომიკის  ცენტრი, ‘’გლობალური  მეწარმეობის  კვირეული’’ და ფონდი „კაუფმანი.“  

 

 

 

საერთაშორისო  ბიზნეს  იდეების  კონკურსი იმართება ‘’გლობალური  მეწარმეობის  კვირეულის’’  ფარგლებში ‘’ინოვაციების და  მეწარმეობის  განვითარების  ცენტრის’’  ორგანიზებით, რომელიც წარმოადგენს კოორდინატორს  საქართველოში.

‘’გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ ერთერთი ყველაზე  მაშტაბური  საერთაშორისო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს დამწყები  ბიზნესების  პოპულარიზაციასა და განვითარების ხელშეწყობას.

Creative  Business Cup ეს არის საერთაშორისო კონკურსი კრეატიული  ბიზნეს სფეროს განსავითარებლად. მასში წელს 40-მდე ქვეყანა მონაწილეობს. კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომელიც კრეატიულ თვისებებთან ერთად კომერციულად მომგებიანი უნდა იყოს. საკონკურსო შეფასების კრიტერიუმებია: ორიგინალობა, კრეატიულობა და კონკურენტუნარიანობა.

 

პროექტის  ბენეფიციარები:

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ  არსებულ  მეწარმეებს,  ინდივიდუალ  პირებს ან  ჯგუფებს, რომელთაც  აქვთ  ქვემოთ  მოცემულ  სფეროებში მუშაობის  გამოცდილება:

დიზაინი/ არქიტექტურა
ფილმების/ვიდეო  ფროდაქშენი
რადიო/TV ფროდაქშენი

სარეკლამო ბიზნესი

ხელოვნება და ხალხური რეწვა

ფესტივალები

 

მონაწილე კომპანიისთვის საინვესტიციო კაპიტალი არ უნდა აღემატებოდეს 500 000 დოლარს. სხვა შეზღუდვა კომპანიის ასაკთან, წლიურ ბრუნვასთან და დასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით საკონკურსო პირობებით არ მოითხოვება. 

 

საინტერესო ნაშრომების მიხედვით შერჩეული 3–5 კონკურსანტი ბიზნეს იდეის ინგლისურენოვან  პრეზენტაციას  წარადგენს  ჟიურის  წინაშე,  გამარჯვებული კანდიდატი სექტემბერ–ოქტომბრის განმავლობაში ‘’გლობალური მეწარმეობს კვირეულის’’ მრჩეველთა საბჭოს  რეკომენდაციების  საფუძველზე საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად ვრცელი ბიზნეს გეგმისა და პრეზენტაციის მომზადების,  საჯარო გამოსვლის უნარ–ჩვევების სრულყოფაზე  იმუშავებს.

 


vrclad
1 2 3 4 5
Created By Studio Lemons