img
img
img
2015-06-27 | ცხოვრების ფურცლები - გიული ჭოხონელიძის ბიუსტის გახსნა

2015 წლის 26 ივნისს, საქართველოს  თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ტერიტორიაზე კომპანია „სევენთის“ ორგანიზებით გაიმართა საქართველოს სახალხო არტისტის  გიული ჭოხონელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა „ ცხოვრების ფურცლები“. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. მუზეუმის ტერიტორიაზე გამოიფენა ბატონი გიულის სარეჟისორო და სამსახიობო მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, აფიშები, ფოტოები პირადი საოჯახო ალბომიდან, ასევე ანთიმოზ ივერიელისა და ბაგრატიონის  კინო-კოსტიუმები, რაც სახსოვრად გადაეცა მუზეუმს. „უკვდავთა ბაღში“ საზეიმოდ გაიხსნა ბატონ გიულის ბიუსტი, რომლის ავტორია მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი. ღონისძიებას დაესწრო კულტურის სამინისტროს, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და სხვა სახელმწიფო უწყებათა ოფიციალური პირები, ხელოვნების მოღვაწეები, მედიის წარმომადგენლები, ოჯახის ახლობლები


vrclad
img
2015-06-02 | I საერთაშორისო ტურიზმის კონფერენცია სამედიცინო ტურიზმის შესახებ

საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვა-ორგანიზების კომპანია „სევენთის“ დირექტორმა მაკო ჯაოშვილმა მონაწილეობა მიიღო ტურიზმის განვითარების შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, თემით - რეკრეაციული ტურიზმის გამოწვევები. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. რეკრეაციული ტურისტული ინფრასტრუქტურა გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, გაზრდის ინვესტორთა დაინტერესებას, აამაღლებს მოთხოვნას სოფლის მეურნეობის ნატურალურ პროდუქტებზე, შექმნის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. კომპანია „სევენთი“ მზად არის ორგანიზება გაუწიოს ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებს, უფრო მეტიც, თავად იყოს ინიციატორი ხელი შეუწყოს რეკრეაციული სივრცის შენარჩუნება-გაფართოებას და გარემოს დაცვაზე ზრუნვას.  გამოსვლა იყო საკმაოდ ორიგინალური, ლაკონური და მიზანზე ორიენტირებული, რამაც აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა, ხოლო გამომსვლელს გადაეცა სპეციალური დიპლომი საუკეთესო მომხსენებლის რანგში. 


vrclad
img
2015-05-30 | „ვიადერმი - მშვენიერების ელექსირის საიდუმლო“

2015 წლის 28 მაისს, ექსპოჯორჯიას ტერიტორიაზე მდებარე რესტორან „ ტერასაში“ ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ ვალმარკის“  ოფიციალური წარმომადგენლობამ საქართველოში ფართო საზოგადოების წინაშე საზეიმოდ წარადგინა ადგილობრივ ბაზარზე პირველი ნუტრიკოსმეტიკური საშუალება ვიადერმი.  საპრეზენტაციო საღამოზე, სახელწოდებით „მშვენიერების ელექსირის საიდუმლო“, შეკრებილ სტუმრებს ნუტრიკოსმეტიკის, როგორც ინოვაციური სამედიცინო მიმართულების პრიორიტეტებსა და ახალი ბრენდის ძირითად მახასიათებლებზე ესაუბრნენ კომპანიის წარმომადგენლები. საღამოს წამყვანები იყვნენ მიკი ჯეჯელავა და „ვალმარკის“ პიარკონსულტანტი მაკო ჯაოშვილი. პრეზენტაციას დაესწრნენ სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ესთეტიკის ცენტრების,  სააფთიაქო და პარფიუმერული ქსელების წარმომადგენლები, ექიმ-დერმატოლოგები, მოდის ექსპერტები,  ცნობადი სახეები, მედიის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში შედგა ვიადერმის შესახებ ბლოგის ავტორთა დაჯილდოება და სახალისო გათამაშება. 


vrclad
1 2 3 4 5
Created By Studio Lemons