img
img
2016-06-08
| პროექტ „თბილისური წალკოტის“ წარდგენა

2016 წლის 7 ივნისს, კომპანია „სევენთის“ ორგანიზებით, თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა რეკრეაციული სივრცის ხელშემწყობი პროექტის პირველი ეტაპის „თბილისური წალკოტის“ წარდგენა. ეს არის სოციალური პროექტი, რომლის უშუალო მიზანია საზოგადოების პირადი პასუხისმგებლობის ამაღლება ბუნების მოვლა-პატრონობისა და სიმწვანის შესანარჩუნებლად. იდეის ავტორი და შემსრულებელია  კომპანია „სევენთის“ ხელმძღვანელი მაკო ჯაოშვილი, ფოტოგადაღება- გოგა ჩანადირის. წარმოდგენილი იყო  24 სხვა და სხვა კადრით დამზადებული ღია ბარათები და ფოტოგამოფენა. ღონისძიების გაფორმებაში წვლილი შეიტანეს კომპანიებმა “ევროეზო“, მოყვარულ მებაღეთა ასოციაციამ“. პროექტს მხარი დაუჭირეს: სასტუმრო “კოსტემ“, კახური ღვინის მარანმა და ტელეკომპანია „რუსთავი-2-მა“.   შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული ყველა მხარე, სხვადასხვა კომპანიებისა და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები, ვისთვისაც გარემოზე ზრუნვა სოციალურ პასუხისმგებლობის ერთერთი პრიორიტეტია

Created By Studio Lemons