img
img
2016-05-30
| ახალი სანოტო კრებული ქალაქური და საესტრადო ჟანრის მუსიკოსებისთვის2016

2016 წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში კომპანია „სევენთის“ ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა კომპოზიტორ დავით კევლიშვილის ქალაქური და საესტრადო ჟანრის ნაწარმოებთა სანოტო კრებულის წარდგენა.ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრები. ქართული ესტრადის მომღერლები, კონსერვატორიისა და მუსიკალური სასწავლებლების ადმინისტრაცია. გაშუქდა მედიის მიერ. ღონისძიებას უმასპინძლა დუგლაძეების ღვინის კომპანიამ. კრებულის ავტორსა და საპატიო სტუმრებს საჩუქრად გადაეცა  ღვინო „რანინა“.

Created By Studio Lemons