img
img
img
2016-06-08 | პროექტ „თბილისური წალკოტის“ წარდგენა

2016 წლის 7 ივნისს, კომპანია „სევენთის“ ორგანიზებით, თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა რეკრეაციული სივრცის ხელშემწყობი პროექტის პირველი ეტაპის „თბილისური წალკოტის“ წარდგენა. ეს არის სოციალური პროექტი, რომლის უშუალო მიზანია საზოგადოების პირადი პასუხისმგებლობის ამაღლება ბუნების მოვლა-პატრონობისა და სიმწვანის შესანარჩუნებლად. იდეის ავტორი და შემსრულებელია  კომპანია „სევენთის“ ხელმძღვანელი მაკო ჯაოშვილი, ფოტოგადაღება- გოგა ჩანადირის. წარმოდგენილი იყო  24 სხვა და სხვა კადრით დამზადებული ღია ბარათები და ფოტოგამოფენა. ღონისძიების გაფორმებაში წვლილი შეიტანეს კომპანიებმა “ევროეზო“, მოყვარულ მებაღეთა ასოციაციამ“. პროექტს მხარი დაუჭირეს: სასტუმრო “კოსტემ“, კახური ღვინის მარანმა და ტელეკომპანია „რუსთავი-2-მა“.   შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული ყველა მხარე, სხვადასხვა კომპანიებისა და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები, ვისთვისაც გარემოზე ზრუნვა სოციალურ პასუხისმგებლობის ერთერთი პრიორიტეტია


vrclad
img
2016-06-06 | ინოვაცია მედიცინაში “ვარიქსინალი, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ“

2016 წლის 3 ივნისს, ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკმა“  სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის გამართა კონფერენცია თემაზე: “ვარიკოზული დაავადებების საპრევენციო საშუალებები“.  კონფერენციის წამყვანი იყო „ვალმარკის“ პარტნიორი კომპანია „სევენთის“ ხელმძღვანელი, მაკო ჯაოშვილი. კონფერენციაზე გაშუქდა კიდევ ერთი ინოვაცია სამედიცინო სფეროში - ნუტრიკოსმეტიკური საშუალება, რომელიც ნატურალური პროდუქტებისგან არის დამზადებული და აბსოლუტურად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე კურნავს ვარიკოზული დაავადების სიმპტომებს და ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას. 


vrclad
img
2016-05-30 | ახალი სანოტო კრებული ქალაქური და საესტრადო ჟანრის მუსიკოსებისთვის2016

2016 წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში კომპანია „სევენთის“ ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა კომპოზიტორ დავით კევლიშვილის ქალაქური და საესტრადო ჟანრის ნაწარმოებთა სანოტო კრებულის წარდგენა.ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრები. ქართული ესტრადის მომღერლები, კონსერვატორიისა და მუსიკალური სასწავლებლების ადმინისტრაცია. გაშუქდა მედიის მიერ. ღონისძიებას უმასპინძლა დუგლაძეების ღვინის კომპანიამ. კრებულის ავტორსა და საპატიო სტუმრებს საჩუქრად გადაეცა  ღვინო „რანინა“.


vrclad
1 2 3 4 5
Created By Studio Lemons